საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში "აგენტების კანონსა" და მის საწინააღმდეგო პროტესტზე სასაუბროდ ბრიგინგი გამართა, რომლის დასაწყისშიც თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა მას "დაასწრო" ბრიფინგის გამართვა მთავრობის ადმინისტრაციაში. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი დღის ერთი საათით ადრე გამართა, სადაც თქვა, რომ "ქართული ოცნება" აუცილებლად მიიღებს "აგენტების კანონს" და ეს იქნება ქართველი ხალხის ნების აღსრულება, ვინაიდან, კობახიძის მტკიცებით გარკვეული კვლევებით მოსახლეობის 80% უჭერს მხარს ამ სადავო კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მწვავედ გააკრიტიკა მთავრობა და "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც ანგარიშს არ უწევენ ქუჩაში გამოსულ ათობით ათას მოქალაქეს. „ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა უკვე მას ხალხის ნდობა აღარ აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე ნახეთ "ქართულმა ოცნებამ" მხარდამჭერები ინტელექტის მიხედვით დათვალა - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილი ასევე შეეხო "ქართული ოცნების" ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა კანონი "აგენტების შესახებ" მესამე მოსმენით მიიღოს პარლამენტმა და პრეზიდენტის ვეტო აღარ დაძლიონ, ან მისი შეთავაზებული ცვლილებები გაითვალისწინონ და ეს კომპრომისად მიიჩნიონ. "პრეზიდენტს ეუბნებია, მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები, ან უცხოელები, ან აქაური NGO-ები, არ ვიცი ვინ, დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ, შეიძლება დავფიქრდეთ. იფიქრეთ და იყავით! მე ნამდვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არც ერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი: ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ეს კანონი, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენით და მოუსმინეთ ოპოზიციას. ან კიდევ უფრო მარტივი, ამ კანონის ამოქმედება გადაიტანეთ 1 ნოემბრის შემდეგ, ვინც მოვა ხელისუფლებაში მან გადაწყვიტოს, ეს კანონი რუსულია, რაღაც სხვა კანონების გადამღერება თუ რამე სხვა. ეს კანონი არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. მან მკაფიოდ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს უკვე ქართული საზოგადოები...