ლიეტუვაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა იმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამარჯვების საუკეთესო შანსები აქვს მოქმედ პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას. ნაუსედა უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია რუსეთ-უკრაინის ომში. საარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრში ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იდგა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე იხურება (თბილისის დროით 21 საათზე). კენჭისყრის შედეგები სავარაუდოდ შუაღამისთვის გახდება ცნობილი. თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს, რაც, როგორც ჩანს, მოხდება პროგნოზების თანახმად, 26 მაისს გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც პირველ ტურში პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ნაუსედას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ეკონომისტი იყო წარსულში, ამომრჩეველთა 29% უჭერს მხარს. ასევე ნახეთ ლანდსბერგისი: განადგურებული ვარ... ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობარს ვკარგავ ...