12 მაისს რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით გამოეხმაურა. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა. „გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა. ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენებთ მათ მანდატს და მოვუწოდებთ, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება და დროული რეაგირებით თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები. უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს“, - წერია განცხადებაში. ასევე ნახეთ პარლამენტთან ღამისთევის აქცია მიმდინარეობს - დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ოპოზიციური პარტია დემონსტრანტებს მიმართავს: „მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს (რომელიც, როგორც ჩანს, მრავლად იქნება)“. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია მიიჩნევს, რომ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე უნდა გაგრძელდეს. „ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და აგვარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე ნახეთ კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს "აგენტების კანონს" ასევე ნახეთ შს მინისტრი ამბობს, რომ თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად" დაიწყეს 3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის ...