„ყველას გთხოვთ, გადავინაცვლოთ პარლამენტის უკან და დავიკავოთ მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა იწყება ყველაფერი. გაუმარჯოს საქართველოს და გელოდებით პარლამენტის უკან“, - მიმართა აქციის მონაწილეებს „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ. „ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ზიბზიბაძემ დემონსტრანტებს მიმართა: „9 აპრილის ქუჩით ავდივართ პარლამენტის უკან. ჩვენი მეგობრები არიან იქ გამაგრებულები და შევუერთდეთ...“ უკვე მე-7 საათია, პარლამენტის წინ მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. დილით აქციის მონაწილეები გეგმავენ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან დახვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00 საათზე. სწორედ, ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია ერთადერთი საკითხი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა. ასევე ნახეთ სპეცრაზმელები თავისუფლების მოედანზე არიან მობილიზებულები. „არ გვეშინია“ - ამბობენ დემონსტრანტები ...