ლიეტუვის პრეზიდენტის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. 8 კანდიდატიდან მეორე ტურში გავიდნენ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 12 მაისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხმების 44% მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ დაახლოებით 20%. მათი მონაწილეობით მეორე ტური 26 მაისს გაიმართება. ამომრჩეველთა აქტივობამ 59,4% შეადგინა. ...