რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 15 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა ქალაქ ბელგოროდში, მრავალბინიანი სახლის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, დღეს, 13 მაისს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. მაშველებმა 17 მობინადრე გადაარჩინეს. გლადკოვის მტკიცებით, კორპუსის ერთ სადარბაზოს 12 მაისს მოხვდა უკრაინის ტერიტორიიდან ნასროლი ჭურვი. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. უკრაინელ სამხედროებს ბელგოროდის საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამთ. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თანახმად, 12 მაისს უკრაინის მხრიდან შეტევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის თანახმად, ვოლჩანსკთან „მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს“ ბელგოროდის ოლქზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დრონებით და რაკეტებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები ბელგოროდის ოლქიდან ინტენსიურად უტევენ უკრაინის ხარკოვის ოლქს. ...