три სტუდენტები პარლამენტთან აქციას დღეს, 19:00 საათზეც გეგმავენ. ისინი ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ წავლენ. „ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას! პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ“, - აცხადებენ ორგანიზატორები. ასევე ნახეთ თსუ-ს ლექტორები: ვდგავართ სტუდენტების გვერდით. რექტორს ვთხოვთ, "რუსულ კანონზე" მკაფიოდ დააფიქსიროს აზრი ასევე ნახეთ ილიაუნის ლექტორები: თუ სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი... ჩვენ ვუერთდებით მათ! პროტესტის გამო, დღეს სასწავლო პროცესი არ განახლებულა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ უმაღლეს სასწავლებელში 8000-მდე სტუდენტი, 277 პროფესორი, 69 მეცნიერ-თანამშრომელი და 460 მიწვეული პედაგოგია. ასევე ნახეთ აქციაზე დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დააკავეს „აგენტების კანონის“ განხილვის გაგრძელებას მოქალაქეები 12 მაისის 21:00 საათიდან აპროტესტებდნენ თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 06:00 საათისთვის დაიწყეს. პოლიციამ 13 მაისის დილას აქციის 20 მონაწილე დააკავა, მათ შორის რამდენიმეზე იძალადეს. ასევე ნახეთ 13 მაისის დილას პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს მოქალაქეთა დაკავებისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამისთვის კომიტეტს 67 წამი დასჭირდა. ასევე ნახეთ კომიტეტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 67 წამში განიხილა და მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. ...