ევროპარლამენტარები თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ "რუსული კანონის" III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს, ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ. ბორელისადმი მიმართვას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თიის როიტენი აქვეყნებს და წერს, რომ მათი მიზანი პროევროპულად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაა. დღესვე მან დაწერა, რომ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში უწევს წინააღმდეგობას რუსული სტილის საბოტაჟს დემოკრატიაზე, კონსტიტუციასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ევროპარლამენტარების წერილი სამ კითხვას აერთიანებს: 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაწყებამდე შესთავაზებთ თუ არა მინისტრებს მიზანმიმართული შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესებას ბ-ნი ივანიშვილის, ბ-ნი კობახიძისა და ბ-ნი პაპუაშვილისთვის, ისევე როგორც მსგავსი ზომების დაწესებას საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მიმართ, ვინც ხმას მისცემს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას? დაავალებენ თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპული საგარეო კავშირების სამსახურსა (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს (DG NEAR), შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან (თუ ეს არ ეხება ზემოხსენებული კანონის გაუქმებას), მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის თანხების გამოყოფა. შეაჩერებს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სანამ ეს კანონი ძალაში იქნება? აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მხრიდან შეშფოთება და განიხილება თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის დაბარების შესაძლებლობა? три დღესვე გამოქვეყნდა ბორელის მიმართ მიწერილი ღია წერილი, რომელსაც 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს - ამ წერილის მოთხოვნაც საქართველოს ევროპული მისწრაფებების დასაცავად ქმედითი ზომების მიღებაა. ასევე ნახეთ "საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია" - 12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა წერილით მიმართეს ბორელსა და ვარჰეის 13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხ...