„დღეს დავწერე განცხადება... დავტოვე თანამდებობა იმის გამო, რომ არ ვეთანხმები იმ კურსს, რომელსაც მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ვგულისხმობ კანონპროექტს და ყველაფერ იმას, რაც მოჰყვა მის მეორედ შემოტანას,“ - ამბობს ივლიანე ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ივლიანე ხაინდრავა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას 2019 წლის იანვრიდან იკავებდა. ივლიანე ხაინდრავა სხვადასხვა დროს იყო: ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ...