რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 13 მაისს აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში ბელგოროდის, კურსკის, ლიპეტსკის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყირიმის თავზე უკრაინის 31 დრონი და 16 რაკეტა ჩამოაგდო. 12 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში 15 ადამიანი დაიღუპა მას მერე, რაც უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. ასევე ნახეთ რუსეთიდან გავრცელებული ცნობებით, ბელგოროდში 15 ადამიანი დაიღუპა სახლის ჩამონგრევის შედეგად ...