საქართველოში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ განსახილველად, ხვალ, 15 მაისს, თბილისს ეწვევა ოთხი ევროპელი მინისტრი. ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის და ნატოს წევრი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 15 მაისს, დილით გაიმართება ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია. ასევე ნახეთ „ხალხის ძალა“: სამსჯელოა, შემოუშვან თუ არა დიპლომატები პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს მეგობარი დასავლეთის სახელმწიფოები უკიდურესად შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პარლამენტში დააბრუნოს და მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი. ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მათ შორის ბალტიის სახელმწიფოებიდან, საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ღია წერილითაც მიმართეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხეშია. ასევე ნახეთ "საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია" - 12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა წერილით მიმართეს ბორელსა და ვარჰეის „აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მოწოდებების მიუხედავად, უარი თქვას ამ კანონზე, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა კანონის(კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებას დღეს, 14 მაისს, აპირებს. ...