ხარკოვის რეგიონის შემდეგ, რუსეთმა შეიძლება შეტევა წამოიწყოს სუმის რეგიონზე, - განაცხადა კირილო ბუდანოვმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა. New York Times-თან ინტერვიუში, გენერალმა ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონში სიტუაცია "ზღვარზეა" და "ყოველ საათში სიტუაცია კრიტიკულს უახლოვდება." რუსეთის მიზანია ასევე უკრაინის არმიის ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებიდან, რასაც, ბუდანოვის თქმით, მოწინააღმდეგე ჯერჯერობით წარმატებით აკეთებს. "ახლა ჩვენი ამოცანაა ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და შემდეგ მათი (მოწინააღმდეგის) საზღვრის იქით გადარეკვა", - აღნიშნა ბუდანოვმა და დასძინა, რომ უკრაინული რეზერვების მოსვლამ "ნაწილობრივ შეაფერხა რუსეთის გეგმის განხორციელება." ბუდანოვის შეფასებით, რამდენიმე დღეში უკრაინული ძალები შეძლებენ პოზიციების გაძლიერებას და ფრონტის სტაბილიზაციას. შესაბამისად, ის მოელის, რომ რუსეთი სუმის რეგიონში ახალი შეტევის წამოწყებას შეეცდება. ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის თანახმად, ვოლჩანსკთან „მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ხარკოვის მიმართულებით რთული ოპერატიული ვითარებაა. გენშტაბის მიერ გასულ ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრძოლებია რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქ ვოლჩანსკისთვის, სადაც მოწინააღმდეგეს მობილიზებული ჰყავს ხუთამდე ბატალიონი. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს“. რუსეთის ძალებმა ბელგოროდის მოსაზღვრე ქალაქ ვოლჩანსკზე ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს. უკრაინის არმიის სარდლობამ ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთის დასაცავად სარეზერვო ძალები გაგზავნა. ასევე ნახეთ გენერალ სირსკის თქმით, ფრონტზე რთული ვითარებაა ...