რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 16-17 მაისს ეწვევა ჩინეთს - იუწყება კრემლის ვებსაიტი. პუტინი გამართავს მოლაპარაკებას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან. მარტში პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ, ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ. პუტინი - რომლის სახელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული - უცხოეთში იშვიათად ჩადის მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრნენ უკრაინაში. ასევე ნახეთ სი ძინპინი სერბეთის შემდეგ უნგრეთს სტუმრობს და მოუწოდებს ბუდაპეშტს, "უხელმძღვანელოს" რეგიონის ურთიერთობებს პეკინთან ...