უფლებადამცველმა ორგანიზაცია "მემორიალმა" 15 მაისს პოლიტპატიმრებად გამოაცხადა ოთხი რუსი ჟურნალისტი, რომლებიც ბოლო თვეებში დააპატიმრეს ექსტრემისტული ჯგუფების მოქმედებებში მონაწილეობის დაუკონკრეტებელი ბრალდებებით. ვებსაიტ RusNews-ის ჟურნალისტი ოლგა კომლევა აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გუნდის წევრი იყო ბაშკირეთში. ანტონინა ფავორსკაია წერდა პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესებსა და მარტში ნავალნის დასაფლავების ცერემონიაზე. კონსტანტინ გაბოვი თანამშრომლობდა რადიო თავისუფლებასთან, "როიტერსთან" და "დოიჩე ველესთან". სერგეი კარელინი მუშაობდა "ასოშიეიტედ პრესისთვის" და "დოიჩე ველესთვის". 2021 წელს "ექსტრემისტულად" გამოცხადდა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია. ასევე ნახეთ რუსეთში შესაძლებელი ხდება, ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს სტატუსი "არასასურველი" ...