აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა 15 მაისს, რომ დათანხმდა CNN-ის მიწვევას 27 ივნისის დებატებში მონაწილეობის შესახებ. Reuters-ის ცნობით, ბაიდენმა X.com-ით მიმართა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის შესაძლო მეტოქეს, დონალდ ტრამპს: “ახლა თქვენი რიგია, დონალდ. როგორც მითხარით: სადაც გინდათ, როცა გინდათ, ნებისმიერ ადგილას”. Fox News-ის თანახმად, ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს პრეზიდენტ ბაიდენთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა CNN-ის არხზე 27 ივნისს. ყოფილმა პრეზიდენტმა და კენჭისყრაზე რესპუბლიკური პარტიის რეალურმა კანდიდატმა Fox News-ს უთხრა: “იქ ვიქნები”. მოუთმენლად ველი მშვენიერ ატლანტაში ჩამოსვლას”. ასევე ნახეთ ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა ლუიზიანის პრაიმერიზში გაიმარჯვეს ...