თბილისში, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტები ფილარმონიიდან გმირთა მოედანზე მსვლელობით ჩავიდნენ. როგორც რადიო რავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეების მისვლამდე, მოედანი პოლიციამ გადაკეტა. მოქალაქეები აპროტესტებენ 14 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას. ისინი პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ. три საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. ...