ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იმედი აქვს, რომ მიიღებს აშშ-ისგან სამხედრო დახმარება და მოაგვარებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ იარაღის ზოგიერთი სახეობის მიწოდების შეჩერებას. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის, აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეულ ჰამასთან, ბრძოლას გააგრძელებს ამერიკის მხარდაჭერის გარეშე იმის ფონზე, რასაც უთანხმოება უწოდა ვაშინგტონთან. Reuters-ის წყაროების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელისთვის მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი განსახილველად გადასცა კონგრესს. CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში გავიდა ოთხშაბათს, შეკითხვაზე, იცის თუ არა მილიარდიანი პაკეტის გადაცემის შესახებ, მან უარით უპასუხა და დასძინა, რომ აფასებს აშშ-ის დახმარებას. ასევე ნახეთ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლას მარტოც გააგრძელებს ასევე ნახეთ ისრაელი რაფაჰის სიღრმეში შედის ...