ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ 36 უნივერსიტეტს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“. ასევე ნახეთ სია: 84 დეპუტატი, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მხარი დაუჭირეს „არ შეიძლება გაფიცვა. როცა იქნება საშუალება, [გაფიცულ სტუდენტებს] აღუდგენენ ლექციებს, როგორც იქნება ამის საშუალება... არ არის ეს რუსული კანონი... სტუდენტების გაფიცვას ხელს არ შევუწყობთ... თქვენი გამოხატვის თავისუფლებაა, დადექით და იდექით, ვინ გიშლით ხელს?!“ - თქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ. პარლამენტში „აგენტების კანონის“ ხელახალი ინიციირების შემდეგ საქართველოში ხალხმრავალი აქციები დაიწყო. აქციებს მართავენ სტუდენტებიც, მათი ნაწილი გაიფიცა. სწორედ ამ დროს, 38 უნივერსიტეტის რექტორთა სახელით გავრცელდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ პროტესტის ამ ფორმას. ამ უნივერსიტეტებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია და ა.შ. უნივერსიტეტების ჩამონათვალში არ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე ნახეთ რექტორთა საბჭო განცხადებით ემიჯნება სტუდენტების გაფიცვას - წერილი გამოქვეყნებამდე გასაჯაროვდა მოგვიანებით საერთო განცხადებიდან საკუთარი ხელმოწერა გაითხოვეს კავკასიის უნივერსიტეტმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. ასევე ნახეთ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას ასევე ნახეთ "თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ არჩევნებზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია" - სამხატვრო აკადემიის რექტორი სტუდენტებს საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება, ათასობით მოქალაქე ქუჩებში ყოველდღე გამოდის - მათი თქმით, ეს კანონი რუსული მეთოდებით ცდილობს გააჩუმოს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები. ამის საპირწონედ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონი ქართულია. ...