ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რუსეთის ოთხი მედიასაშუალება შეიტანონ იმ ორგანიზაციების სიაში, რომლებსაც სანქციები დაუწესდება. ისინი პროპაგანდაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ X-ის საშუალებით ცნობა გაავრცელა ევროკავშირის კომისარმა ფასეულობების და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვამ. მისი თქმით, სანქციები შეეხება “ევროპის ხმას”, “რია ნოვოსტის”, “იზვესტიასა” და “როსიისკაია გაზეტას”, ასევე აიკრძალება რუსეთიდან ევროკავშირში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ორივე ეს ზომა არის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტში, რომელსაც Reuters-ი გაეცნო. ადრე ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო არხებს, “Russia Today-ის” და “სპუტნიკს.” ევროკავშირს არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს გულისხმობს ეს ბოლო სანქციები. ადრე ითქვა, რომ მედიასაშუალებები დაკარგავდნენ მაუწყებლობის უფლებას. რუსეთმა 15 მაისს გააფრთხილა ევროკავშირი, რომ თუ ბლოკი რუსეთის მედიას სანქციებს დაუწესებდა, რუსეთი სწრაფ, მკაცრ და მტკივნეულ პასუხს გასცემდა რუსეთში მომუშავე დასავლელ რეპორტიორებს. ასევე ნახეთ ევროკავშირი განიხილავს საფრანგეთის ინიციატივას რუსეთის გავლენის გამტარებლების სანქცირების შესახებ ...