ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით 2,7 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 4,3 თეთრით. ხვალიდან, 17 მაისიდან: 1 დოლარი 2,76 ლარი ეღირება; 1 ევრო კი - 3 ლარი. საქართველოს ყველაზე დიდ კომერციულ ბანკებში [17:13 საათის მონაცემებით] ლარის კურსი ასეთია: „თიბისი ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2,695 ლარად შეიძლება, ყიდვა - 2,815 ლარად; 1 ევროს გაყიდვა 2,915 ლარად შეიძლება, ყიდვა - 3,069 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2,7323 ლარად შეიძლება, ყიდვა - 2,815 ლარად; 1 ევროს გაყიდვა 2,9577 ლარად შეიძლება, ყიდვა - 3,071 ლარად. საქართველოში ლარი მეორე დღეა უფასურდება, რაც დროში ემთხვევა პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას. ამ კანონპროექტის განხილვასა და მიღებას მოჰყვა ხალხმრავალი პროტესტი, რომელიც არ წყდება. ასევე ნახეთ სია: 84 დეპუტატი, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მხარი დაუჭირეს ლარის კურსზე ზეწოლის შესამცირებლად დღეს, 16 მაისს, ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც. ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა ...