ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი 4GB წელს არ გაიმართება - მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. "გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!" - წერენ ფესტივალის ორგანიზატორები ფესტივალის ფეისბუკგვერდზე. ფესტივალი წელს 23-25 მაისს უნდა გამართულიყო - უკვე გაყიდული ბილეთების დაბრუნება 10 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი. 4GB, რომელიც ეძღვნება ავტოავარიაში დაღუპული ერთ-ერთი პირველი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნას, ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან. 2013-2017 წლებში 4GB-ს ზედიზედ ხუთჯერ მიენიჭა წლის საუკეთესო ფესტივალის ტიტული ქართული ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალის, ელექტრონავტის, მიერ. ...