უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებული გარდაბანში ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი.-ს, რის შემდეგაც დანის გამოყენებით სხეულზე მას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. უწყების ცნობითვე, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ...