თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან, შეკრება დაიწყეს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და მათი მოწოდებით - მოსახლეობის ნაწილმა. ისინი დღეს, 17 მაისს, „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს“ აღნიშნავენ. მოქალაქეთა ნაწილი ქაშვეთის ეკლესიასთან ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. 17 მაისი მოქალაქეთა ნაწილი ქაშვეთის ეკლესიასთან ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. 17 მაისი მოქალაქეთა ნაწილი ქაშვეთის ეკლესიასთან ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. 17 მაისი საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ამ დღის აღსანიშნავად იკრიბებიან რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში. 17 მაისის შესახებ 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა - 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. ამ დღის აღნიშვნას საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. 2024 წელს კი საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 მარტს წარუდგინა ჟურნალისტებს. ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში: არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს; აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“. მმართველ პარტიას მოქმედ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს, თუმცა პროექტის საყოველთაო განხილვები მაინც დაიწყო. ასევე ნახეთ საკონსტიტუციო განხილვები ჰომოფობიური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს ...