უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ხელი მოაწერა კანონს მსჯავრდადებულთა მობილიზაციის შესახებ. ამაზე „რბკ-უკრაინა“ იტყობინება უმაღლესი რადის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდადებულთა და პატიმართა ზოგიერთი კატეგორია შეძლებს ნებაყოფლობით საფუძველზე იმსახუროს ჯარში. ეს იქნება კონტრაქტით სამსახური საომარ მდგომარეობაში. ცვლილებები ითვალისწინებს სასჯელის მოხდიდან პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას მსჯავრდადებულთათვის, რომლებიც დათანხმდებიან კონტრაქტის ხელმოწერას. მაგრამ არმიაში მობილიზებას ყველა ვერ შეძლებს. გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს, წერს გამოცემა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მობილიზებული პატიმრები სპეციალურ ქვედანაყოფებში იმსახურებენ. გარდა ამისა, ჯარში მათი სამსახურისთვის საჭირო იქნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნა და მეთაურის მზადყოფნა ასეთი მებრძოლის მიღების თაობაზე. ასევე ნახეთ ვერხოვნა რადამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ზოგიერთი კატეგორიის პატიმრებს ჯარში სამსახურის საშუალებას მისცემს არმიაში მობილიზაციას ვერ შეძლებენ პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან ან მსჯავრდადებული არიან დანაშაულებისთვის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისთვის, სქესობრივი თავისუფლებისა და სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამართალდარღვევისთვის და ზოგი სხვა დარღვევისთვის. ასევე შეზღუდვები იმოქმედებს პატიმრებზე, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე კორუფციული დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს. უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ ადრე განაცხადა, რომ პოტენციურად უკრაინაში ამჟამად არის 10-დან 20 ათასამდე მსჯავრდადებული, რომელთა მობილიზებაც არის შესაძლებელი საკონტრაქტო სამსახურისთვის. აპრილის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ. ამ კანონით, სამხედრო სამსახურში შეიძლება გაიწვიონ პირობითი ვადით მსჯავრდადებულები, გარდა იმათი, ვინც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული. ...