„კრიმინალური პოლიციიდან დამირეკეს, გამოკითხვაზე გიბარებთო... მითხრეს, რომ აქციებს უკავშირდება, დეტალებს რომ მოხვალ, გეტყვითო“, - ამბობს საღინაძე. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელს, რომელიც „ფორმულის“ პროდიუსერს ესაუბრა. კაცმა, რომელმაც დაადასტურა, რომ შსს-ს თანამშრომელია, არ ისურვა საუბარი და, შესაბამისად, არ დაასახელა საქმე, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტი დაიბარეს გამოკითხვაზე. გამოკითხვაზე დაბარების შესახებ უწყება ჩაბარდა „აგენტების კანონის“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ლაშა დიაროვსაც. 17 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ ის დაბარებულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებლის მიერ. ლაშა დიაროვისთვის ჩაბარებული უწყება ოფიციალურ დოკუმენტში წერია მხოლოდ საქმის ნომერი და არა - შინაარსი ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, რომლითაც გამოსაკითხ ადამიანს წარმოდგენა შეიძლება შეექმნას საკითხთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ასევე ნახეთ "ჩვეულებრივი სახელმწიფო ტერორია" - შსს აქციის მონაწილეებს იბარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გურო იმნაძე გამოსაკითხად დაბარებულ მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს: ტელეფონზე საუბრის დროს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მიღება სცადონ გამომძიებლისგან - რა საქმეა, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ. გამოკითხვაზე მისვლა ნებაყოფლობითია - უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და ასე სცადოს პასუხების მიღება. სასამართლოში მისვლა სავალდებულოა; ჩვენების მიცემის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ - „მხოლოდ ის თქვათ, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ, რომ დაინახეთ/მოისმინეთ“; უმჯობესია, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მიხვიდეთ. „[დაბარებების] ერთადერთი მიზანი ისევ ჩვენი დაშინება და დაზაფვრაა, იმიტომ რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა“, - აცხადებს გურო იმნაძე. ასევე ნახეთ 180 დაკავებულიდან 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა - ომბუდსმენი ასევე ნახეთ ორი ადამიანი დააკავეს 14 მაისს პარლამენტთან აქციაზე ჯებირის დაზიანების ბრალდებით ასევე ნახეთ აქციაზე დაკავებისას ნაცემი დავით ქაცარავა კლინიკაში გადაიყვანეს - ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 14 მაისს პ...