ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა "მემორიალმა" დაადასტურა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების მიერ რამდენიმე ათეული ადამიანის გატაცების შესახებ ჩეჩნეთში - ადრე ამის შესახებ იტყობინებოდნენ ოპოზიციური ტელეგრამ-არხები. უფლებადამცველთა მონაცემებით, სულ 80-დან 90-მდე ადამიანი გაიტაცეს. "მემორიალის" აზრით, გატაცებების ტალღა დაკავშირებულია 6 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან, რომელშიც უცნობი პირი ცეცხლს უკიდებს მანქანას, რომელსაც ნომრებზე აქვს წარწერა "დუსტუმ". წარსულში ამ მეტსახელით სარგებლობდა რამზან კადიროვი, ახლი კი მას ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ვაჟი, ადამი, იყენებს მეტსახელად. უფლებადამცველებმა შეძლეს რამდენიმე გატაცებულის ვინაობისა და მათი დაკავების გარემოებების დადგენა. ამგვარად, ურუს-მართანის რაიონის სოფელ სტარიე ატაგიში, გაიტაცეს საიფ-ისლამ ელმურზაევის - მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებაში მთავარი ეჭვმიტანილის - ოჯახის დაახლოებით 50 წევრი, მათ შორის ხანდაზმული ადამიანები და ქალები, რომელთა შორის ერთი ორსული იყო. მათი ადგილმდებარეობა უცნობია. სოფელ გოისკოეში მოხდა სულ ცოტა, ექვსი ადამიანის გატაცება. ქალაქ შალიში გაიტაცეს 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც, "მემორიალის" თანახმად, გროზნოში ჩაიყვანეს, შემდეგ კი დააბრუნეს (ქალაქ) შალიში, პოლიციის განყოფილებაში - ოთხი ადამიანის გარდა, რომლებიც კვლავ გროზნოში არიან. ერთ-ერთ მათგანს უპოვეს გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც ლულა და კონდახი მოახერხეს და მას იარაღის უკანონო შენახვაში წაუყენეს ბრალი. "მემორიალმა" ასევე დაადასტურა ცნობები შალის რაიონში ნაპოვნი ადგილობრივი მცხოვრების, დენი ზარმაევის ცხედრის შესახებ. კაცი ხიდის ქვეშ იპოვეს ჩამომხრჩვალი. უფლებადამცველებს არ აქვთ ინფორმაცია არც სიკვდილის მიზეზის და არც იმის შესახებ, აქვს თუ არა მას კავშირი გატაცებების ტალღასთან. "მემორიალს" არ შეუძლია ზუსტად დაადასტუროს გატაცებულთა ყველა სია, რომლებიც ჩეჩნეთის ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხებმა გამოაქვეყნეს. ასევე ნახეთ გადადგა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი, რომელიც თავის დროზე რუსეთს ებრძოდა ...