კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის ვეტოს და ფეისბუკზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში ჩამოთვლის რამდენიმე შესაძლო ვერსიას. მისი თქმით, უმრავლესობას შეუძლია გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ამისთვის: პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით მხარი უნდა დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის წინადადებას: პარლამენტს შეუძლია დაძლიოს ვეტო. ამისთვის საჭიროა სამი მოსმენით უკვე მიღებულ კანონს, კიდევ ერთხელ, მინიმუმ 76 დეპუტატმა მისცეს ხმა (ოცნებას 84 აქვს). ასეთ დროს კანონი უკან ეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. მას ვეტოს გამოყენების უფლება აღარ აქვს. ოცნებას შეუძლია ვეტოს განხილვა გადადოს. განხილვისთვის მას კონკრეტული ვადები არ აქვს. შეუძლია უსასრულოდ “შემოდოს თაროზე” და როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ დაუბრუნდეს. და ბოლოს, მმართველ გუნდს შეუძლია არც პრეზიდენტის ვეტოს დაუჭიროს მხარი და არც კანონის სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას. ასეთ შემთხვევაში კანონი უარყოფილად ჩაითვლება და მოიხსნება დღის წესრიგიდან. „მე-4 ვარიანტით ოცნებას კიდევ ერთი შანსი აქვს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და უარი თქვას კანონზე. რეგლამენტი და კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას აძლევს“, - წერს ვახუშტი მენაბდე და შენიშნავს, რომ რადგან კანონზე მოტივირებული შენიშვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მასზე ჯერ ვერაფერს იტყვის. ასევე ნახეთ პრეზიდენტმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო: ეს არის რუსული კანონი 18 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო და თქვა რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“. ...