პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან, რომელიც შეეხება უცხო ნომრებიდან რეკვას, 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს. სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების მფლობელების გარკვევის და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების ბაზას შექმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასევე ეხმიანება ე.წ. მონაცემთა ბაზების შექმნის საკითხს და აცხადებს, რომ რადგან ჯერ ბაზები არ შექმნილა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ შეაფასოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით პერსონალური ინფორმაციის დამუშავების კანონიერება, რომელიც მოწესრიგებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად. „ აღნიშნული მუხლები განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. ამასთანავე, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაიცვას კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი. შესაბამისად, მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესში, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით. რაც შეეხება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, მე-2 მუხლით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი სუბიექტი არის მხოლოდ ორგანიზაცია, თუმცა, კანონპროექტის ცალკეული ნორმები შეიცავს ჩანაწერს პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავების შესახებ“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რაც შეეხება კანონპროექტის ჩანაწერს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტებით, იგი დასაშვებია, თუ აღნიშნული პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. სამსახურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დამუშავებისთვის აუცილებელი კონკრეტული, მკაფიო და კანონიერი მიზანი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთა...