რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონზე 19 მაისს მოხდა რაკეტებითა და დრონებით ინტენსიური თავდასხმა. ამავე ცნობით, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის ცხრა რაკეტა, ასევე 57 დრონი კრასნოდარის მხარეში, ხოლო სამი დრონი - ბელგოროდის ოლქში. ბელგოროდის ოლქში დრონი დაეცა ეკლესიას და ცეცხლი გააჩინა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. სოფელ პეტროვკაში, ასევე დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი პირი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, კრასნოდარის ოლქის სამხრეთში, სლავიანსკი სამი დრონი დაეცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის გამოც საწარმომ მუშაობა შეწყვიტა. ასევე ნახეთ რუსეთიდან გავრცელებული ცნობებით, ბელგოროდში 15 ადამიანი დაიღუპა სახლის ჩამონგრევის შედეგად ასევე ნახეთ მოსკოვის მერი აცხადებს, რომ აღკვეთილია დედაქალაქზე დრონით შეტევა ...