საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თბილისში ელოდება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. „მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მისი ჩამოსვლა იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე ნახეთ მაკრონი და შოლცი: ევროპისკენ წინსვლის სიჩქარე საქართველოზეა დამოკიდებული პრეზიდენტის სიტყვებით, ახლა სასწორზე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად კავკასიის საბჭოთა და რუსული გავლენისაგან გათავისუფლების საკითხი დევს. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლას ემანუელ მაკრონი არჩევის შემდეგ, 2018 წელს, დაჰპირდა და ეს სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო: „აქ არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, მათ შორის - მისი უსაფრთხოებისთვის. აქ არის შავი ზღვა, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სატრანზიტო ზონა“, - თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ელის ევროპელებისგან, კერძოდ კი ემანუელ მაკრონისგან. ასევე ნახეთ ზურაბიშვილი მაკრონს შეხვდა პარიზში ...