ავიაკატასტროფის შედეგად ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და კიდევ რამდენიმე პირის დაღუპვის გამო, თეირანს სამძიმარი გამოუცხადეს რუსეთის, ბელარუსის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა. ირანისადმი სამძიმრის წერილში, რომელიც კრემლის საიტზეც გამოქვეყნდა, პუტინი ავიაკატასტროფას „უზარმაზარ ტრაგედიას“ უწოდებს. პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის „ბრძენ ლიდერად“ და ბელარუსის „ნამდვილ მეგობრად“ მოიხსენიებს ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკა. ირანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმაც. ევროკავშირის სახელით, სოციალურ ქსელ X-ში მწუხარება გამოხატა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. დასავლეთის სახელმწიფოებს, რუსეთისა და ჩინეთისგან განსხვავებით, ირანთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ირანელ ხალხს, ქვეყნის მთავრობას და სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სამიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმაც. მწუხარება სოციალურ ქსელებში, ოფიციალურ გვერდებზე გამოთქვეს ეგვიპტის პრეზიდენტმა და ერაყის, ინდოეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებმა. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მიუსამძიმრა. ირანს ქვეყნისთვის „რთულ დროს“ სოლიდარობა გამოუცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროს პრეზიდენტმა ზაიდ ალ-ნაჰაიანმა. პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანს მიუსამძიმრეს თეირანის მიერ მხარდაჭერილმა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ჰამასმა და ჰეზბოლამ და იემენში მოქმედმა მეამბოხე ჰუთებმა. ასევე ნახეთ ირანის მთავრობა: პრეზიდენტი რაისი ირანელ ხალხს ემსახურებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და კიდევ შვიდი პირი იმყოფებოდნენ ვერტმფრენში, რომელიც 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში. ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და მათთან ერთად მყოფთა სიკვდილი დღეს, 20 მაისს, დაადასტურა. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში. ირანის ხელისუფლებამ კატასტროფის წინასწარ მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს მიაღწიეს. ასევე ნახეთ ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა პრეზიდენტ რაისის დაღუპვა მკაცრი კურსის მიმდევარი, 63 წლის ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატუ...