დღეს, 20 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცემენ პრეზიდენტის ვეტოს (მოტივირებულ შენიშვნებს) „აგენტების შესახებ“ კანონზე. „ტექნიკურად, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი არის ეს პროექტი [პრეზიდენტის ვეტო]“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ კომიტეტში განხილვის შემდეგ, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მომავალი კვირის განმავლობაში გაიტანენ. პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა: „რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს.“ ასევე ნახეთ კობახიძე: ზურაბიშვილმა ვეტოთი ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „აგენტების კანონს“. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს. ასევე ნახეთ „კანონის გაუქმება არის უალტერნატივო“ - კიდევ რას ამბობს პრეზიდენტის ვეტო? საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში“. პარლამენტში სამი მოსმენით მიღებული „აგენტების კანონი“, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს უბრუნდება განსახილველად. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტი ჯერ კენჭს უყრის პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მისი ჩაგდების შემთხვევაში, სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს კიდევ ერთხელ აძლევს ხმას (არანაკლებ 76 მომხრე არის საჭირო), რაც ვეტოს დაძლევას ნიშნავს. ვეტოს დადების შემდეგ, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა უყაროს კენჭი მის დაძლევას ან მიღებას. ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ „აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". სამივე მოსმენით მიღებული "აგენტების კანონი", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შ...