შსს-ს ცნობით: აღმოჩენილია 52 კგ კოკაინი, რომელიც ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად იყო მოთავსებული და რომლის ეკვადორიდან საქართველოს გავლით გადატანა იგეგმებოდა ევროპაში; პოლიციამ იპოვა ინტერნეტმაღაზია, რომელიც „შავი ბაზრის“ 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა - დაკავებულია პირი, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დანაშაულის გამოვლენის თარიღებზე არ ულაპარაკია, თუმცა, მისი სიტყვებით, „ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.“ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულისთვის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ...