ისრაელისა და საუდის არაბეთის ოფიციალური ურთიერთობების დამყარება ვაშინგტონის მონაწილეობით სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, საჭიროებს ომის შეწყვეტას ღაზაში და პალესტინის მმართველობის პერსპექტივების განხილვას, განაცხადა 21 მაისს აშშ-ის ელჩმა იერუსალიმში ჯეკ ლიუმ. "ვფიქრობ, ღაზაში უნდა დადგეს სიმშვიდის პერიოდი და უნდა გაიმართოს საუბარი იმაზე, თუ როგორ მოგვარდება პალესტინის მმართველობის მომავლის საკითხი", - თქვა ელჩმა. "ჩემი შეხედულება ასეთია, რომ სტრატეგიული სარგებელი ღირს იმად, რომ რისკი იქნას გაღებული და ეს საუბარი დაიწყოს. მაგრამ ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა მიიღოს ისრაელის მთავრობამ და ისრაელის ხალხმა", - განაცხადა ჯეკ ლიუმ კონფერენციაზე, რომელსაც მასპინძლობდა ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრი. ასევე ნახეთ მსოფლიო ეკონომიკური სამიტის მასპინძელი - საუდის არაბეთი - თვლის რომ მსოფლიო ღაზაში დამარცხდა ...