ვენეციის კომისიის 24-გვერდიან დასკვნაზე, რომელშიც ახსნილია, რატომ ეწინააღმდეგება "აგენტების კანონი" "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა" და "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის" მთელ რიგ მუხლებს, იგი ამბობს, რომ "გაჯერებულია" პოლიტიკური გზავნილებით და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. ქურასბედიანის სიტყვებით, ვენეციის კომისიას "დააწერინეს", რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების "გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია". "ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რასაც ის უნდა ემსახურებოდეს", - თქვა ქურასბედიანმა. მმართველი პარტიის მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნით დადასტურდა, რომ "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს: "ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით, როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს". ასევე ნახეთ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით 21 მაისს ვენეციის კომისიამ გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით, რადგან მისი "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით". დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ კომისია "მტკიცედ ურჩევს" საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინმედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციისა და მათი გასაჯაროების მოთხოვნის სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის მათ მიმართ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს ავალდებულებს, მათ შორის, დაფინანსების წყაროების რეგისტრაციას. დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიამ გააანალიზა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან კანონის შესაბამისობა. ის ასკვნის, რ...