„დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ“, - წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს. პროკურატურამ 25 აპრილსაც გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა იმავე დანაშაულისთვის საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავებაზე. არსებული ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში ევროპის სხვადასხვა ქალაქის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ. ასევე ნახეთ საქართველოში ოთხი ადამიანი დააკავეს ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნების ძარცვის ბრალდებით დაკავებულებს ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით). პროკურატურა განმარტავს, რომ ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე ნახეთ „ოპერაცია პუშკინი“ - როგორ იპარავდნენ უნიკალურ რუსულ წიგნებს ქართველები ევროპაში ქართველი წიგნის ქურდებისგან ევროპის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული დათვლილი ზიანი 2023 წლის მიწურულს 2 მილიონ ევროს შეადგენდა. მედია ამ ამბის გაშუქებისას წერდა, რომ ეს იყო წიგნების ყველაზე დიდი ძარცვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და ფინეთის ბიბლიოთეკებიდან რუსი მწერლების, ძირითადად პუშკინის, ადრეული გამოცემებია დაკარგული. ეს გამოცემები ათასობით დოლარად იყიდება რუსულ აუქციონებზე. ...