ივნისი-ოქტომბრის პერიოდში შესრულდება: ევროპის მიმართულებით - 2480 რეისი; სპარსეთის ყურის ქვეყნების (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი) მიმართულებით - 2255 რეისი; რუსეთის მიმართულებით - 1761 რეისი. ორი დღის წინათ, 20 მაისს, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლითაც ირკვეოდა, რომ მხოლოდ ივნისში რუსეთსა და საქართველოს შორის 401 რეისის შესრულება იგეგმება. ივნისში რუსეთის მიმართულებით დაგეგმილი ფრენების რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით: Red Wings-ი – 153; Azimuth-ი – 145; „ჯორჯიან ეარვეისი“ – 103. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ფრენების განრიგი სამოქალაქო ავიაციის ვებსაიტზე ქვეყნდებოდა, ახლა ეს ინფორმაცია საჯარო აღარ არის. რადიო თავისუფლებამ 8 აპრილს რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად სააგენტოს წერილით მიმართა, რაზეც პასუხი არ მიუღია. ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება: ივნისში 400-ზე მეტი ფრენა იგეგმება ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 946 881 მგზავრს მოემსახურა. ...