21 მაისს გაერომ შეწყვიტა საკვების დარიგება ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, რესურსების ამოწურვის და ისრაელის მზარდი სამხედრო კამპანიით გამოწვეული სახიფათო ვითარების გამო. გაერო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ჰუმანიტარული ოპერაციები კოლაფსის პირასაა მთელ ტერიტორიაზე. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაფაჰს ქაოსურად ტოვებს ასიათასობით ადამიანი, რომლებიც თავშესაფარს კარვების დასახლებებში ეძებენ ან მიდიან ხალხით გადატვირთულ არეალებში, რომლებიც უკვე გაჩანაგებულია ისრაელის თავდასხმების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაჰში კვლავ იმყოფება 400 000-მდე ადამიანი, ქალაქი დატოვა 900 000-მდე პირმა. ასევე ნახეთ გაეროს სააგენტოს განცხადებით, 800 ათასი ადამიანი "გახდა იძულებული გაქცეულიყო" რაფაჰიდან ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ ...