ლარში გაცემული სესხის პროცენტი 0,25 ერთეულით მცირდება. საქართველოში ლარში 180 000 სესხია გაცემული. შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად შეიცვლება პირობები: ეს დამოკიდებულია დარჩენილ სესხსა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობაზე. „მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება. ...