22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც. ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. რუსთავი, შემთხვევის ადგილი. 22 მაისი, 2024 წელი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ...