ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემზღუდავი ზომები, რომლებსაც ეს ქვეყნები მოითხოვენ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ევროპული ფონდებიდან გათვალისწინებული თანხების გაყინვას და მიზნობრივ სანქციებს მოიცავს. გაზეთის ცნობით, ინიციატორებს სანქციების საკითხის განხილვა მომავალ კვირაში სურთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ასევე ნახეთ სად მივდივართ? "აგენტების კანონი" ევროპასთან უვიზო რეჟიმს ემუქრება. ბრიუსელი ზომებზე მსჯელობს გადაწყვეტილება მიღებას ევროკავშირის ყველა, 27-ვე ქვეყნის, თანხმობა სჭირდება. მაგრამ Financial Times-ის ინფორმაციით, მინიმუმ ერთი ქვეყანა, უნგრეთი, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და მეტიც, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწოდებს მსგავსი კანონის მიღებისკენ. მანამდე ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, რომელსაც კრიტიკოსები უცხოური აგენტების შესახებ რეპრესიული რუსული კანონის ანალოგს უწოდებენ. „იგი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როდესაც გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რაც საფუძვლად უდევს საქართველოს ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ ყველანაირ გზას“, - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეპ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში. ასევე ნახეთ გაიწვიეთ კანონი - ბორელი და ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე თავისი უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით. კომისია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით." ასევე ნახეთ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ე...