საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა. ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გაემგზავრა ირანში. три ეს ირანში საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრებიდან ბოლოს ირანში 2017 წელს იმყოფებოდა გიორგი კვირიკაშვილი - 13-წლიანი პაუზის შემდეგ. მანამდე, 2004 წლის ივლისში, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა ირანში. თეირანში 22 მაისის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, დღის 12 საათისთვის, მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე თბილისში ირანის საელჩოში მივიდა, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა. ვიზიტის შესახებ პრემიერ-მინისტრს წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. три სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებიან რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერები, მათ შორის: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. ბელარუსის პრემიერი რომან გოლოვჩენკო. თეირანში ჩავიდნენ ტაჯიკეთისა და ტუნისის პრეზიდენტები, ერაყის, პაკისტანისა და კატარის პრემიერ-მიინსტრები. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეული „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 2024 წლის 19 მაისს დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად. ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ ექვსნი იმყოფებოდნენ, კვირას, 19 მაისს, ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. ვერტმფრენის მთელი ეკიპაჟი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ასევე ნახეთ ვინ იყო და რას ცვლის პრეზიდენტ რაისის სიკვდილი ირანის პოლიტიკაში რაისის ცხედარს 23 მაისს მშობლიურ ქალაქ მაშაჰდში, ირანის აღმოსავლეთში დაკრძალავენ. ასევე ნახეთ თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის და სხვა პირების დაკრძალვაზე ...