რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 23 მაისს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს უკრაინის მსხვილი იერიში ბელგოროდის ოლქზე, რომელიც რაკეტებით და დრონებით განხორციელდა. Telegram-ით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ანტისაჰაერო საშუალებებმა გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, „ვილხას“ სამი რაკეტა და ამავე კატეგორიის „ვამპირის“ სისტემის 32 რაკეტა, ასევე სამი დრონი. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ცალკე ცნობაში წერდა, რომ მსხვერპლი თავდასხმას არ მოჰყოლია, მხოლოდ ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით დაზიანდა ორი საბავშვო ბანაკი. მოგვიანებით გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმას ერთი ქალი ემსხვერპლა. გლადკოვის თანახმად, ჩამოგდებული დრონი კერძო სახლს დაეცა და აფეთქდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. გლდკოვის სიტყვებით, აფეთქებამ დააზიანა მეზობელი სახლები. ამ ცნობების დამოუკიდებელი დადასტურება შეუძლებელია. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე ნახეთ რუსეთი ავრცელებს ცნობას თავის ტერიტორიაზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული თავდასხმების შესახებ ...