ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, 23 მაისს, დილით ადრე, ქალაქ ღაზაზე ისრაელის ავიაციის ორი თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. პალესტინელთა მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლები ისრაელის არმიასა და პალესტინელ მეომრებს შორის. სააგენტოს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა AFP-ს უთხრა, რომ ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლზე, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. მეორე დარტყმას მეჩეთზე კი 10 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის არმიამ საომარი მოქმედება ღაზის სექტორში დაიწყო მას შემდეგ, რაც გასული წლის 7 ოქტომბერს ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მის ტერიტორიაზე შეიჭრა, 1200-მდე პირი მოკლა, 250 კი მძევლად აიყვანა. მას შემდეგ, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 ათასი ადამიანი დაიღუპა. რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია. ასევე ნახეთ ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ ასევე ნახეთ ICC-ის პროკურორი დაპატიმრების ორდერებს ითხოვს ისრაელის და ჰამასის ლიდერებისთვის ...