„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. როგორც მილერმა თქვა, ამ კანონით „წარმოუდგენლად შეშფოთებული“ არიან: „ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომლებსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ”. მილერმა ე.წ. გამჭვირვალობის კანონს უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა: „როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს“. „ქართული ოცნების” ლიდერები ვაშინგტონს შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სავიზო რეჟიმისა და სავაჭრო ურთიერთობის გამარტივების თუ სამხედრო დახმარების გაძლიერების დაპირება, რასაც თბილისი კანონზე უარის და არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შემთხვევაში მიიღებს, ერთი მხრივ, „ბუნდოვანი პერსპექტივაა”, მეორე მხრივ კი, „ნამდვილი მეგობრები“ ერთმანეთისგან დათმობებზე წასვლას არ უნდა ითხოვდნენ: „ამდენად სერიოზულად შეშფოთებული არ არის მხოლოდ შეერთებული შტატები და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს.... ყოველ ეჭვგარეშეა თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, - უთხრა მილერმა „ამერიკის ხმას“ 23 მაისს. ასევე ნახეთ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათ...