ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს. თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში არაფერს ამბობს: "საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს მირზა გელაშვილი. მირზა გელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ფინანსთა სამინისტროში ის 2015 წლიდან მუშაობდა. ...