კანის 77-ე ფესტივალის მთავარი პრემია ოქროს პალმის რტო ამერიკელი რეჟისორის, შონ ბეიკერის ფილმ, "ანორას" ხვდა წილად. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ფესტივალის გრან პრი-მიიღო ინდოელი რეჟისორის, პაიალ კაპადიას დრამამ “ყველაფერი, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ როგორც სინათლეს ". გამარჯვებულების გამოცხადების ცერემონია შაბათს ფესტივალების სასახლეში გაიმართა. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო პორტუგალიელ რეჟისორ მიგელ გომესს გადაეცა ფილმისთვის"დიდი ტური". სცენარისთვის განსაზღვრული ჟიურის სპეციალური პრიზი წილად ხვდა რეჟისორ მუჰამედ რასულოფის ფილმს "წმინდა ლეღვის თესლი". ჟიურიმ საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელა ჯესი პლემონსი ფილმში "სიკეთის სახეები". საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ერთდროულად ოთხ მსახიობს გადაეცა: კარლა სოფია გასკონის, სელენა გომესს, ზოი სალდანას და ადრიანა პასს, რომლებმაც მთავარი როლები შეასრულეს ფილმში "ემილია პერესი". ასევე ნახეთ კანის ფესტივალის დღიურები: კინო - ნერვიული კრიზისის ზღვარზე ასევე ნახეთ ეთერო კანში - კინოფესტივალის დღიური ...