საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. три „1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია ისტორიული აქტით. მაშინ, ისევე, როგორც ახლა გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია“, – დაწერა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო. 1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. ...