სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, დღეს, 26 მაისს, თბილისში, ფილარმონიასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკისკენ მიემართებიან.три „1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. 26 მაისი, 2024 წელი. დემონსტრაცია თბილისში. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 26 მაისი, 2024 წელი. დემონსტრაცია თბილისში. რამდენიმე კვირაა, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. ასევე ნახეთ 1921 და 2024 - ისტორიკოსები საუბრობენ, რამდენად რეალურია ისტორიის განმეორება ...