26 მაისს ორბელიანების სასახლიდან პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას, „ქართულ ქარტიას“, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან ზურაბიშვილის გეგმას „ლოკალური ომის ქარტია“ უწოდა. „გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს. გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი, თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. „წარმოუდგენელია“ ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში“, - ირონიულად დაწერა მამუკა მდინარაძემ. „ლოკალური ომის ქარტია“ ახალი ტერმინია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია". „ქართული ქარტიის“ ფარგლებში პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხებზე შეჯერებას სთავაზობს, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. ასევე ნახეთ პრეზიდენტმა წარადგინა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“ ზურაბიშვილის თქმით, ქარტიის შესახებ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. საქართველოს პრეზიდენტმა დაასახელა ის კონკრეტული რეფორმები, რომლებსაც „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს. ასევე ნახეთ რეფორმები, რომლებსაც პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“, ითვალისწინებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უკვე დაადასტურა, რომ შეუერთდებიან „ქართული ქარტიას". ასევე ნახეთ პარტიების ნაწილი მზადაა შეუერთდეს პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ...